1759434862
არჩევნები ნამდვილად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა, შეუძლებელია დარღვევები ყოფილიყო ისეთ გარემოში, როდესაც ამდენი დამკვირვებელი აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს - იუსტინ გასპარი

დამკვირვებელი მალტიდან, იუსტინ გასპარი აცხადებს, რომ საქართველოში გუშინ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.
მისი განმარტებით, შეუძლებელია დარღვევები ყოფილიყო ისეთ გარემოში, როდესაც ამდენი დამკვირვებელი აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში.
"ამომრჩევლების განწყობა ძალიან პოზიტიური და მშვიდი იყო. ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები და კმაყოფილები იყვნენ, როგორც წინა საარჩევნო პერიოდით, ისე უშუალოდ არჩევნების პროცესითაც.
არჩევნები ნამდვილად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. შეუძლებელია დარღვევები ყოფილიყო ისეთ გარემოში, როდესაც ამდენი დამკვირვებელი აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს. ხალხისგან ხშირად გვესმოდა, რომ ეს არის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა, რომ მათ სურთ მშვიდობა და სტაბილურობა. ვფიქრობ, გარემო სრულად შეესაბამებოდა დემოკრატიულ ღირებულებებს და აძლევდა მოქალაქეებს იმედს, რომ ეს არის სწორი გზა დემოკრატიისკენ. ეს თითქოს აძლიერებდა მათ რწმენას, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა იუსტინ გასპარმა.