ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1736709655
ანდალუსიის პარლამენტის დეპუტატმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა ხუან ანტონიო დელ რადო რამოსმა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდობიან გარემოს და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
"მე ანდალუსიის პარლამენტიდან ვარ, დეპუტატი დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით. მე ვფიქრობ, რომ არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობს. უბნებზე ბევრი მოქალაქე მოვიდა. მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდობიან გარემოს. დარღვევებს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ხუან ანტონიო დელ რადო რამოსმა.