არჩევანი იქნება გაკეთებული ადამიანზე, ვინც არის თავისუფალი ნებისმიერი გავლენისგან და ვინც არ ჰგავს იმ პროკურორს, რომელიც გვყავდა ჩვენ 2012 წლამდე - ვოლსკი

ვოლსკი

არჩევანი იქნება გაკეთებული ადამიანზე, ვინც არის თავისუფალი ნებისმიერი გავლენისგან და ვინც არ ჰგავს იმ პროკურორს, რომელიც გვყავდა ჩვენ 2012 წლამდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, როდესაც პროკურატურამ, კონკრეტულად რომელიმე პიროვნებამ, კონკრეტულად რომელიმე საკითხზე, რაიმე გავლენით, მით უმეტეს სახელისუფლებო რგოლიდან შემომავალი რაღაც ინსტრუქციით იმოქმედა.

არჩევანი იქნება გაკეთებული ადამიანზე, ვინც არის თავისუფალი ნებისმიერი გავლენისგან და ვინც არ ჰგავს იმ პროკურორს, რომელიც გვყავდა ჩვენ 2012 წლამდე“, - აღნიშნა მან.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.