„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
"არაფერი სკანდალური ამაში არ არის" - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ჩარიცხულ რუბლებთან დაკავშირებით განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, პირადად მას ყველაფერი გასაჯაროებული აქვს დეკლარაციაში, მისი ოჯახის შემოსავლებთან კი შეხება არ აქვს.
„არაფერი სკანდალური ამაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტულ ტელეარხებს ასე უნდათ წარმოაჩინონ, ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში ამ სისტემას, რომელსაც მე ძალიან პრინციპულად ვებრძვი. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საჯარო, ღია, როგორც მემკვიდრეობის ფაქტი, ასევე ამ მამკვიდრეობით მიღებული 25 წლის განმავლობაში თანხების ფაქტი.
ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ნულოვანი ნდობა მაქვს ხელისუფლების მიმართ, მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა და უკვე მაქვს კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნეიტრალურთან, რომ თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი ჩემი ოჯახის, ანგარიშები იქნება თუ დოკუმენტები, ყველაფერი შეისწავლონ და გაასაჯაროონ. მე პირადად ყველაფერი გასაჯაროებული მაქვს დეკლარაციაში, მე აბსოლუტურად არ მაქვს შეხება ჩემი ოჯახის შემოსავლებთან, მაგრამ რადგან არის საჯარო ინტერესი, რა თქმა უნდა, ყველა მიუკერძოებელს შეუძლია ნახოს ყველა დოკუმენტი“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.