პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოღალატეობრივი ოპოზიცია ქვეყნის მიღწევების დასაკნინებლად ყველაფერს აკეთებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის გაუბრალოება და ამ ყველაფრის რუსეთის ფაქტორზე გადაბრალება- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვიდიანი წერს, რუსეთის ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად ნულოვანია.
„მოღალატეობრივი ოპოზიცია ქვეყნის მიღწევების დასაკნინებლად ყველაფერს აკეთებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის გაუბრალოება და ამ ყველაფრის რუსეთის ფაქტორზე გადაბრალება. რა თქმა უნდა, ესეც ისეთივე ტყუილია, როგორც მათი სხვა განცხადებები.
სინამდვილეში, ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია. ეკონომიკურ ზრდაში რუსეთის ფაქტორის გაბუქებით, ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხალის მოწყობას ცდილობს. ყველაფერს აკეთებენ არასწორი აღქმების დასანერგად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. ამ დროს კი, კონკრეტული რიცხვები აბსოლუტურად სხვა რამეს მიუთითებს.
ახლა რაც შეეხება კონკრეტიკას:
მაგალითად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის გარეშე, დანარჩენი მსოფლიოდან 2,153 მილიარდი იყო. 2022 წელს იგივე მაჩვენებელი (რუსეთის გარეშე) 2,176 მილიარდი. - ანუ, ეს ნიშნავს, რომ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთის წილი პრაქტიკულად არ მონაწილეობს;
2019 წელს (იანვარ-ოქტომბერში) რუსეთიდან 1,324 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, 2022 წელს კი, 889 ათასი. ანუ, 434 ათასით ნაკლები;
2022 წელს პირველ და მეორე კვარტალში 922 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ. რაც შეეხება რუსეთს, 2022 წელს -11 მილიონი შეადგინა. ანუ, 11 მილიონი ქვეყნიდან გავიდა რუსეთის მიმართულებით. სხვათა შორის, რუსული ინვესტიციები ყველაზე დაბალია 2014 წლის შემდეგ.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 473 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 11,5%-ია, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანუ, ეს ფაქტორიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის გარდა მთელ დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით სწრაფად იზრდება ექსპორტი, ვიდრე რუსეთში. შესაბამისად, იმის წარმოჩენა, რომ ექსპორტის თვალსაზრისით რუსეთზე ვართ დამოკიდებული - ტყუილია.
P.S. - დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად ნულოვანია. უფრო კონკრეტულად, რუსეთი საერთოდ რომ გამოვრიცხოთ ჩვენი ეკონომიკიდან, ზრდა ისეთივე მაღალი ან შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო, რაც ახლა გვაქვს“- წერს ანდრია გვიდიანი.