აქციაში მონაწილე ის რადიკალური ნაწილი, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან დიდ აგრესიაზე გადადიან და ვანდალიზმს ჩადიან - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

საპროტესტო აქციების მეექვსე ღამე რუსთაველის გამზირზე. 22 დაკავებული და 15 დაზარალებული ასე დასრულდა გასული ღამე დედაქალაქში, სადაც ვითარება ისევ დაძაბული იყო. მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. პარლამენტში კი ისევ უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს.

საკანონმდებლო ორგანოს გარდა რუსთაველის გამზირზე, დაზიანებულია სხვადასხვა შენობებიც. დაზიანებულია გაჩერებებზე არსებული ინფრასტრუქტურაც.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვანდალიზმი მიუღებელია.

“აქციაში მონაწილე ის რადიკალური ნაწილი, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან დიდ აგრესიაზე გადადიან და ვანდალიზმს ჩადიან. მოვუწოდებ ყველა იმ გულანთებულ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გულწრფელი პროტესტისთვის არის იქ მისული, როგორც კი ნახავთ მსგავს ქმედებებს მაშინვე გაეცალეთ იმ ტერიტორიას. არსებობს არაერთი ფაქტი, როგორ აზიანებენ აქციის მონაწილეები სხვადასხვა შენობებს და ამის ვიდეოებიც არსებობს ,“- აცხადებს მაჭავარიანი.