„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
დღეს, პლენარულ სხდომაზე, სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე კი ყოფილ იუსტიციის მინისტრს თავდაცვის კომიტეტზე მოუსმენენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომავალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრობამდე პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა უკვე დატოვა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელსაც 6-წლიანი ვადა ოქტომბერში ეწურებოდა. ის ახლად შექმნილ უწყებას - რეგიონული განვითარების სამინისტროს ჩაიბარებს.