ანრი ოხანაშვილი: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება

ქართული ოცნება

ძალიან სამწუხაროა, როცა კეთდება განცხადება კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს მიერ და ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ გასულ წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს ელჩობის 12 კანდიდატი წარუდგინა და ყველა მათგანის დანიშვნაზე პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

„მეორე სამწუხარო ფაქტი ისაა, არაში სჭირდებათ ამ ფორმით ვითომ კითხვის ნიშნების გაჩენა იმ პროცესებისადმი, რომელიც რეალურად იყო. იყო ის, რომ კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებით ან პოზიცია არ იყო დაფიქსირებული, ამ შემთხვევაში ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით, ან საერთოდ სხვა პოზიცია იყო გამოყენებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.