მატარებლით მგზავრობის განრიგი იცვლება - ნახეთ, დეტალები

მატარებელი

21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საუბარია თბილისი-ოზურგეთის, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისის, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდის, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ფოთის და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით - ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.