რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი GORBI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას ეხება:
„GORBI-ს კვლევითაც დასტურდება, რომ ჩვენი საზოგადოება აბსოლუტურად რაციონალურად უდგება ამ საკითხს, ემოციებს არ ჰყვება, ძალიან კარგად აანალიზებს იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას, რა ინტერესი აქვს, ელოდებიან თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას და რა ინტერესებით ხელმძღვანელობს მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მხარს უჭერს მმართველ პარტიას იმ პრაგმატულ პოლიტიკაში, რასაც ჩვენ ვატარებთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში. ასევე, გამოკითხულთა 76,5% ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება.
გამოკითხულთა 75,9% კი ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 64,5%-ის აზრით, სწორი ნაბიჯია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა.