ანრი ოხანაშვილი Credit Suisse-ზე: აბსტრაქტულად საუბრობენ და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს - როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის

ქართული ოცნება

ამ ინსტიტუციას [Credit Suisse] ძალიან მძიმე რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, იმიტომ, რომ აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს და როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

„მეორე ფაქტი ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ძვირად დაუჯდება ამ კონკრეტულ ინსტიტუციას, [Credit Suisse] რომელიც უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში მის რეპუტაციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადებაგამოაქვეყნა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.