ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ანალიტიკოსმა, ოთარ ჭულუხიძემ საქართველო - ამერიკის ურთიერთობებზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ურთიერთობებში „ყინულის ლღობა“ შეინიშნება.
„ვხედავ, რომ გარკვეული ყინულის ლღობა არის და ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ქართულ სუვერენისტულ პოლიტიკაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი ანტი არ უნდა ვიყოთ, რაოდენ არ უნდა მოგვწონდეს რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა თუ სხვა გეოპოლიტიკური ძალა, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გადავიქცეთ რომელიმე ანტი დიდ გეოპოლიტიკურ ძალად.ამ მიმართულებით ამერიკასთან გარკვეული ტიპის დათბობები, თუნდაც ნარატიულ დონეზე, საქართველოს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.