1747735022
ამ სიტუაციაში ეროვნული ერთიანობის მთავრობაა საჭირო, არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა, ყველა კარებზე კაკუნი - მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად საქმე ყოფილი პრეზიდენტის მიერ, საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
ექსპრეზიდენტმა სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და პოლიტიკურ პარტიებს მოქმედებისკენ მოუწოდა.
„იმ პირობებში, როდესაც წარმოუდგენლად გაუჭირდა ხალხს. წარმოუდგენელი სიღარიბე და შიმშილია, ამიდან დახსნა მინდოდა მე, იმიტომ, რომ ვიცი როგორ კეთდება ეს, მაგრამ ამ სიტუაციაში ეროვნული ერთიანობის მთავრობაა საჭირო, არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა, ყველა კარებზე კაკუნი, საქართველოს ხმის ისე გაგონება, როგორც ოდესღაც ამაყად ისმოდა საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ვართ ლაჩრების ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მოღალატეების ქვეყანა, ეს ყველაფერი რაც ხდება დროებითია," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.