„სექსუალური ორგიების შემდეგ, თეთრეული ხშირად სველი იყო სისხლითა და შარდით... " - კასანდრა ვენტურას სკანდალური ჩვენება სასამართლოზე

შონ დიდი ქომბსი

კასანდრა ვენტურამ, სასამართლოს წინაშე ემოციური და შოკის მომგვრელი ჩვენება მისცა შონ ქომბსის – ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის – წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალურ საქმეზე, რომელიც სექსუალური ექსპლუატაციისა და რეკეტის ბრალდებებს ეხება. ქომბსი ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

 მისი სიტყვებიდან შემდეგი ოთხი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა:

1. "ფრიკ-ოფები" – ნარკოტიკებით გაჯერებული სექს-სესიები – დღეების განმავლობაში გრძელდებოდა
ქასის თქმით, ე.წ. "ფრიკ-ოფები" – სექსუალური ორგიები, რომელთა ორგანიზატორიც შონ ქომბსი იყო – 36 საათიდან 4 დღემდე გრძელდებოდა, ხშირად ძილის გარეშე. ამ პერიოდში ის სვამდა ალკოჰოლს, იღებდა ნარკოტიკებს და სექსი ჰქონდა უცნობ მამაკაცებთან. ნარკოტიკები მას ფხიზლად ყოფნაში ეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ აღდგენისთვის დიდი დრო სჭირდებოდა – როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

"ფრიკ-ოფები მტკივნეულ რუტინად იქცა. მთელი მიზანი გახდა უბრალოდ აღდგენა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება," — განაცხადა მან.

ვენტურამ აღნიშნა, რომ ასეთი სესიები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ზოგჯერ – თითქმის ყოველკვირეულად. თითოეული სესიის დასრულების შემდეგ სასტუმროს ოთახში დარჩენილი თეთრეული ხშირად იყო სველი ბავშვების ზეთით, სხეულის სითხეებით, სისხლითა და შარდით.

ვენტურამ ემოციები ვერ დამალა, როცა თქვა, რომ ასეთი გამოცდილებები თავს "საზიზღრად" და "დამცირებულად" აგრძნობინებდა.

2. ქომბსი აკონტროლებდა მის გარეგნობას და სექსუალურ ქცევას
მიუხედავად იმისა, რომ ქომბსის ადვოკატები სექსუალური ურთიერთობების ურთიერთშეთანხმებულად წარმოჩენას ცდილობენ, ვენტურა კატეგორიულად უარყოფს ამას.

მისი თქმით, ქომბსი დეტალურად კარნახობდა ყველაფერს – ფრჩხილების ფერიდან დაწყებული (მხოლოდ თეთრი ან ფრენჩი), სექსუალური პოზების და მოქმედებების ჩათვლით. ის ითხოვდა, რომ კასანდრას სხეული ყოველ ხუთ წუთში ზეთით ყოფილიყო დამუშავებული და ებზინა. ქომბსი მეძავებს ნაკლებ ანაზღაურებას უხდიდა, თუ ისინი მის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ვენტურას ჩვენებით, დროთა განმავლობაში ეს სესიები უფრო დადგმული და მუსიკალური კლიპების სტილში განათებული ხდებოდა. ერთ კონკრეტულ მძიმე ეპიზოდში, კასანდრამ განაცხადა, რომ იატაკზე იწვა, როცა ქომბსის მითითებით მამაკაცმა მას შარდი დაასხა. "დავიხრჩე და ხელი ავწიე – ბოლოს ქომბსმა დამინახა და უთხრა გაჩერებულიყო," — აღნიშნა მან.

3. ვენტურა რჩებოდა ქომბსთან, რადგან მისი გაბედნიერება უნდოდ
ქასიმ აღიარა, რომ ქომბსზე იყო შეყვარებული და მის მოსაწონად ყველაფერს აკეთებდა — მათ შორის ფრიკ-ოფებშიც მონაწილეობდა.

"როცა ვინმეს გიყვარს, არ გინდა იმედი გაუცრუო," — განაცხადა მან.

თუმცა წლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ცდილობდა შერიგებას, ის აცნობიერებდა, რომ ქომბსი სულ უფრო სასტიკი და დამამცირებელი ხდებოდა. სცემდა და აიძულებდა მონაწილეობა მიეღო სექსუალურ სცენებში, რაც მისივე თქმით, შონ ქომბსის სიამოვნებისთვის შოუს შესრულებით, მის მუსიკალურ კარიერას ანაცვლებდა.

ვენტურას თქმით, ურთიერთობის დასრულების ეშინოდა — არა მხოლოდ ქომბსის რისხვის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ქომბსი ფლობდა ვიდეომასალას, რომელთა გამოყენებით მისი დაშანტაჟების საფრთხეც არსებობდა.

4. მოსამართლემ უარი თქვა ორსულობის დაფარვაზე
ვენტურა ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმყოფება. დაცვის მხარემ მოსთხოვა მოსამართლეს, რომ კასანდრა მოწმის ჯიხურში შესულიყო, რათა ნაფიც მსაჯულებს ორსულობა არ დაენახათ და ამით ემოციური ზეგავლენა არ მიეღოთ. მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მის მეუღლეს, ალექს ფაინს, სასამართლოში დასწრების უფლება მხოლოდ იმ პირობით მიეცა, რომ დარბაზს დატოვებდა, როდესაც ქომბსის მიერ 2018 წელს გაუპატიურების ეპიზოდის განხილვა დაიწყებოდა. ეს ნაწილი პირველ დღეს არ განხილულა.

შონ ქომბსის (იგივე Diddy-ის) წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალური სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა გასული წლების განმავლობაში. ქომბსს წარდგენილი აქვს სერიოზული ბრალდებები, მათ შორის: რეკეტის შეთქმულება, სექსუალური ტრეფიკინგი ძალადობით ან იძულებით და ადამიანების გადაყვანა პროსტიტუციის მიზნით. ბრალდებები ეფუძნება მის ყოფილ პარტნიორ კასანდრა ვენტურას  და სხვა ქალების ჩვენებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქომბსი წლების განმავლობაში ძალადობდა, აშანტაჟებდა და ნარკოტიკების გამოყენებით იმორჩილებდა სექსუალური მიზნებისთვის.

ქომბსი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამტკიცებს, რომ ყველა სექსუალური ურთიერთობა ურთიერთშეთანხმებული იყო. მისი ადვოკატები ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ მოწმეების სანდოობა და ამტკიცებენ, რომ ქომბსის ქცევა იყო მისი ცხოვრების სტილის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ურთიერთშეთანხმებულ სექსუალურ აქტებსაც.

თუ ქომბსი დამნაშავედ ცნეს, მას ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობა, მათ შორის, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება 8-10 კვირის განმავლობაში და მოიცავს მრავალი მოწმის ჩვენებებსა და მტკიცებულებებს.