ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
,,ამ ზნე დაცემულმა სუბიექტმა კი უღალატა მის გუნდს, სადაც მის ბევრ შეცდომაზე თვალებს ხუჭავდნენ და რაღაც პერიოდი პოლიტიკოსად აქციეს. ახლა კი, თავის უნიჭო ასლებთან ერთად ამუნათებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე ბლუყუნებს", - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, მოღალატეობა უდრის გიორგი გახარიას, სხვა პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ამ სამარცხვინო წოდებას ისე, როგორც გახარია.
,,ამ საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ისტორიაში მოღალატეობა უდრის გიორგი გახარიას. სხვა ნაყარ-ნუყარი პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ამ სამარცხვინო წოდებას ისე, როგორც გახარია. ამ უნამუსოს, ადამიანობა დაკარგულს ბოლომდე ვიცავდი უამრავ თანამოაზრესთან ერთად. ამ ზნე დაცემულმა სუბიექტმა კი უღალატა მის გუნდს, სადაც მის ბევრ შეცდომაზე თვალებს ხუჭავდნენ და რაღაც პერიოდი პოლიტიკოსად აქციეს. ახლა კი, თავის უნიჭო ასლებთან ერთად ამუნათებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე ბლუყუნებს. გიორგი გახარია სხვა ურეიტინგო შარახვეტია არსებების მსგავსად, მაზოხიზმის ჭაობშია - როგორც კი მიავიწყდებათ, ისეთს იტყვის, რომ სამართლიან საზოგადოებრივ რისხვას იმსახურებს.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.