1732262182
ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება - გია აბაშიძე
ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ასეთი დიდი წონიდან თავისი ძალებით და დიეტებით ძალიან უჭირს ადამიანს ნორმალურ წონაზე დაბრუნება- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მედიკოსების თქმით კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად.
„ეს მედიკოსებმა მითხრეს:
კუჭის დაპატარავების (რეზექცია) და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად.
ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება.
ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ასეთი დიდი წონიდან თავისი ძალებით და დიეტებით ძალიან უჭირს ადამიანს ნორმალურ წონაზე დაბრუნება.“- წერს გია აბაშიძე.