გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი “დღის კურიერის“ ეთერში პროტესტის მშვიდობიან ფორმებზე საუბრობს.
“მე არ ვიცი საპატრიარქოს განცხადების კონკრეტული ადრესატი თუ ვინმეა, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში სამართალდამცველების და აქციის მონაწილეების ნაწილს.
ეს პროტესტი უნდა წარიმართოს ნამდვილად და მიმდინარეობს კიდეც მშვიდობიანად. ჩვენ დღესაც ვთქვით ბრიფინგზე და გვაქვს საკმაო ეჭვები, რომ პოლიციის მხრიდან არიან ადამიანები, რომლებიც საპოლიციო დანაყოფების ნაწილს არ წარმოადგენენ. ესენი შეიძლება იყვნენ არასაპოლიციო ფორმირებები, რომლებიც თავიანთი ქცევითი მანიშნებლებით ამას ავლენენ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ არ მოხდეს მსგავსი ფაქტები. მით უფრო მაშინ, როდესაც ადამიანი განრიდებულია კონკრეტული სიტუაციიდან.
ამ ადამიანებს კი ვისაც ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სავარაუდოდ ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ. მათ აქვთ ნიღაბი, რომელიც შემდეგ მათ დასაცავად იქნება გამოყენებული. ვერცერთი პოლიციელი თუ არაპოლიციელი ვერ გადააჭარბებს ვერაფერს, როდესაც იქ უნიღბოდ იდგებიან,“- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.