ალუდა ღუდუშაური ანა ფოტიგას საქალაქო სასამართლოში მისვლაზე: თუ ასე გააგრძელებს ამ ინერციით, ძალიან მალე იქნება სააკაშვილის კომიკური როლის გამზიარებელი

ალუდა ღუდუშაური

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, ყოფილი ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას ეხმაურება.

„როგორც სააკაშვილი საიდან სად დაეცა, ეს უარყოფითი მხარე არის ჩვენი ისტორიის მაგრამ ფაქტი არის რომ ერთ დროს იყო ამაყი ქართველი ხალხის, საქართველოს პრეზიდენტი. შემდეგ უკვე არაჟნების პიარწარმომადგენლად მოგვევლინა. დღეს ხედავ რა დღეში არის. თუ ასე გააგრძელებს ამ ინერციით, ძალიან მალე იქნება სააკაშვილის კომიკური როლის გამზიარებელი“, -განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრება.