შსს-მ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
1735153526
სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომელიც როგორც გუშინ, ასევე დღეს სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა განახორციელა, მართლა ძალიან, ძალიან დამაზიანებელი იყო. იმედი მაქვს, იგი თავადაც გააცნობიერებს იმას, თუ რას უწყობს ხელს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.
კითხვაზე, რამდენად შემაშფოთებელი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ცდილობს, ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის გამაოგნებელი იყო.
„ეს მართლაც გამაოგნებელი იყო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს როგორც ბავშვთა უფლებები, ასევე სასკოლო საზოგადოების აპოლიტიკურობის და ზოგადად, ნეიტრალურობის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომელიც როგორც გუშინ, ასევე დღეს სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა განახორციელა, მართლა ძალიან, ძალიან დამაზიანებელი იყო. იმედი მაქვს, იგი თავადაც გააცნობიერებს იმას, თუ რას უწყობს ხელს. ეს იქნება ისტორიულად დამაზიანებელი, გამოუსწორებელი, რომ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოვახერხოთ, თავიდან ავირიდოთ ბავშვების პოლიტიზება. ბავშვების ჩართვა იმ პროცესებში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებში არ არის.
ყველა მშობლის, ყველა მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების ვალდებულებაა, დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ერთ-ერთი აქედან სწორედ არის განათლებისა და საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის უფლება, რაც ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ, ვთხოვ ყველა ქართველ პოლიტიკოს, მშობელს, როგორც არ უნდა აფასებდეს ადამიანი დღევანდელ მოვლენებს, არაფრით არ უნდა იქნება დაშვებული ბავშვების პოლიტიზება, მათი წახალისება“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.