რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
„ჩვენი ამოცანა არის ახალი სტანდარტის საფუძველზე, შევქმნათ კონცეფცია, რომელის მიხედვითაც დაიწერება უკვე ახალი სახელმძღვანელოები. მეორეს მხრივ, პარალელურად, წელს უკვე დაიწყება თითოეული ჩვენი სკოლის მასწავლებლის გადამზადება ახალი სტანდარტების და მეთოდოლოგიის ნაწილში“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლების ახალ რეფორმაზე საუბრისას.
მისი თქმით, რეფორმის მიზანია, რომ მომავალი თაობა შეხვდეს მომზადებული ახალ გამოწვევებს.
„რა თქმა უნდა იქნება სრული მხარდაჭერა თითოეული მასწავლებლის არა მხოლოდ გადამზადების თვალსაზრის, არამედ რესურსების თვალსაზრისით - სასკოლო მომზადება, სპეციალური სასკოლო რვეულები, სხვადასხვა ელექტრონული რესურსები. ასევე, პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვეძახით „მასწავლებლის e სახლს“, სადაც ყველა მასწავლებელს უშუალოდ მათ სპეციალიზაციის მიხედვით ექნება საშუალება მოახდინოს, როგორც საკუთარ თავზე გადამზადება, ასევე, სასკოლო გადამზადება და მუშაობა საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების განვითარებაზე. და მეორეს მხრივ, უკვე სკოლის გარეთ სამინისტროს ფარგლებში, როგორც აღვნიშნე ჩატარდება და დაიწყება ტრენინგები, მასწავლებლის გადამზადება ახალი სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ უკვე ფაქტობრივად, ეს ეტაპები გაწერილი გვაქვს და მიუყვებით, როგორც აღვნიშნე იქმნება „e სახლი“ თითოეული მასწავლებლისათვის. ეს იქნება გარკვეულწილად მათი სოციალური სივრცეც და ასევე, ყველა ელექტრონული მასალა და რესურსი, რომელიც თითოეულ მასწავლებელს დაეხმარება სკოლის პროცესში, სადაც მოსამზადებლად თითოეული გაკვეთილისა თუ პროგრამის. მეორეს მხრივ გვაქვს ჩვენ ელექტრონული ჟურნალი და სწავლის მართვის სისტემა, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან ანუ მომდევნო სასწავლო წლიდან გაეშვება და აღნიშნული პლატფორმა გააერთიანებს ყველანაირ რესურსს, რომელიც საკლასო პროცესის დროს, სწავლების პროცესის დროს მასწავლებლებს და მოსწავლეებს დასჭირდებათ. ამას დაემატება, ასევე, ჩვენს მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელიც ალბათ უფრო მეტად დაეხმარება მშობლებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ მათი შვილები ესწრებიან თუ არა გაკვეთილებს, რა სასწავლო შედეგები აქვთ, თუ რაიმე ხარვეზებია, ასევე, ამ პროცესში ყოველდღიურად შეტყობინებების გზით მიიღონ ყოველწლიური განახლებული ინფორმაცია.
ჩვენი მიზანი არის ის, რომ არასრულწლოვანი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სწავლობენ სკოლებში იყვნენ მომზადებულები თანამედროვე ეპოქისთვის და შეხვდნენ ახალ გამოწვევებს აღჭურვილი ყველა იმ საჭირო უნარით, კომპეტენციით და ინსტრუმენტებით, რომელიც მათ დაეხმარებათ ადაპტირებაში“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.