ახლად დაწესებული სანქციები მძიმეა, მაგრამ არ არის საკმარისი - ლევან სურგულაძე

ლევან სურგულაძე

„ ახლად დაწესებული სანქციები მძიმეა, მაგრამ არ არის საკმარისი“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან სურგულაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის სანქციები ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება.

„ახლად დაწესებული სანქციები მძიმეა, თუმცა ნამდვილად არ არის საკმარისი. მსგავსი და მძიმე სანქციები აესევე  სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად: ირანისთვის, ჩრდილოეთ კორეისთვის, სირიისთვის, ბელორუსისთვის. ამერიკის კონგრეს ჰქონდა შემუშავებული მრავალმხრივი სანქციები, მძიმე, სრულყოფილი პაკეტი მაგრამ ვერ შეთანხმდნენ დემოკრატები და რესპუბლიკელები და ამერიკის პრეზიდენტსაც აქვს უფლება თვითონ შეიმუშაოს და დააწესოს სანქციები, რაც გააკეთა და დაარქვა სანქციების ე.წ პირველი ტრანში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ გადაცემა  " თავისუფალი სივრცეში " საუბრის დროს.