1735251416
ახალი პრეზიდენტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ის არასდროს მისცემს თავს უფლებას გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მოემსახურება მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს და არ იქნება გარე დაკვეთების შემსრულებელი - ირაკლი ქადაგიშვილი
სალომე ზურაბიშვილის ურჩობა ნიშნავს ერთ რამეს, რომ ის ვერ ელევა თავის ამ მდგომარეობას და ზოგადად ის უკვე 2 წელიწადზე მეტია რაც გაურჩებულია კონსტიტუციისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ახალი პრეზიდენტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ის არასდროს მისცემს თავს უფლებას გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მოემსახურება მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს და არ იქნება გარე დაკვეთების შემსრულებელი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. ამერიკული მოდელით დაკომპლექტებული 300-კაციანი კოლეგია 5 წლის ვადით, რიგით მე-6 პრეზიდენტს აირჩევს.