ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1735305740
მსახიობი, რომელმაც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე კლასიკურ საშობაო ფილმში ითამაშა, ფილმის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
„როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ არის ყველა დროის სადღესასწაულო ფავორიტი ფილმი. ფილმში 2000 წელს გამოვიდა.
ჯოშუა რაიან ევანსი, რომელიც ფილმში ახალგაზრდა გრინჩის როლს ასრულებდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა 2002 წელს.
ის 18 წლის იყო, როდესაც 2000 წელს საშობაო ბესტსელერში ითამაშა. ფილმის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ კი გარდაიცვალა.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის გამო, ჯოშუა თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა. ჯოშუა 20 წლის ასაკში სამედიცინო პროცედურის დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის თანდაყოლილი დეფექტის გამო ოპერაცია უტარდებოდა.
ოპერაციებიდან გამოჯანმრთელებისას ევანსი დროის დიდ ნაწილს ტელევიზორის ყურებაში ატარებდა და საბოლოოდ მსახიობობა 12 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა გრინჩის როლის დროს მან 5-ნახევარი საათი გაატარა მაკიაჟის სკამზე.
ჯოშუამ სხვა ფილმ „Passions“-შიც ითამაშა.
ევანსის გარდაცვალების დღეს NBC-მაც გაუშვა Passions-ის ეპიზოდი, სადაც მისი პერსონაჟიც კვდება. ეპიზოდი მის ხსოვნას მიეძღვნა.
ცნობილი ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა
1735300625
პენსია იზრდება - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
1735292469