„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანს ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა:

„დიდი უბედურება დაგატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო, მოგვეცი ძალა დავძლიეოთ ეს უდიდესი განსაცდელი“.

ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს:

„რამდენიმე დღეში შესრულდება ცხრა დღე, რაც მარიამმა ამ ქვეყნიურობა დატოვა. 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში, დღის 1-ლ საათზე, მამა მიქაელი აღასრულებს ჩვენი უსაყვარლესი ქალიშვილის, მარიამის სულის მოსახსენიებელ წირვას.

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით მისი უკვდავი სულისთვის ჩვენს ლოცვებში.