ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
მათი დაპირისპირება არ არის ახალი ჩვენთვის და ეს დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, უფრო გასაკვირი იქნებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ადამიანები სამშობლოს სიყვარულის იდეის გარეშემო არ არიან გაერთიანებულები.
„ოპოზიცია არის მხოლოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, თუ ამას შეიძლება იდეა ეწოდოს, ეს არის გარე დავალებების და გარე აქტორების დავალებების შესრულება. ხან ფანჩატურში გაერთიანდნენ, ხან სხვა ადგილას და ყველაფერი ნათელია, რომ მათში არის პიროვნული შეუთავსებლობები. ზოგი ლიბერალია, ზოგი ულტრა ლიბერალი, ზოგი კონსერვატორია და ზოგმა თვითონ არ იცის ვინ არის.
დიდ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ ისინი გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები, თუ რა ფორმით იქნებიან ამ რადიკალურ გზაზე. მათ არ აქვთ ქართველი ხალხისა და სამშობლოს სიყვარული. იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უმწიკვლოდ და კარგად შეასრულებს გარედან შემოსულ დავალებას“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.