ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, რაც თეირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებულ შეშფოთებებსაც უპასუხებს, - განუცხადა POLITICO-ს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
„ევროკავშირის საზღვაო ოპერაციებიდან დაწყებული, ბირთვულ სფეროში დიდი შრომით მოპოვებული გამოცდილებით დასრულებული, ევროკავშირს შეუძლია კონკრეტული როლი შეასრულოს ნებისმიერი შეთანხმების მდგრადობის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა კალასმა.
ევროპულმა ქვეყნებმა და გაერთიანებულმა სამეფომ აარიდეს თავი ირანის კონფლიქტში ყოველგვარ პირდაპირ სამხედრო როლს, ხოლო მათმა უარმა მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური დაძაბულობა გამოიწვია და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.