ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი
1734206079
აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ანადგურებენ ქონებებს, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება. ჩვენი, უმრავლესობის კუთვნილებას ანადგურებენ ეს უმცირესობები და ამას აკეთებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და ღირებულებების სახელით, - ასე აფასებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე „დღის ქრონიკაში“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
„45 წელია ვარ ქუჩაში და ქუჩიდან ვებრძოდი საქართველოში ყოველგვარ რეჟიმს, რომელიც ჩვენა ქვეყანამ გამოიარა. ჩემ ცხოვრებაში პირველად ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი აგრესიული ჯგუფების მცირე რიცხოვანი საზოგადოების მხრიდან უმრავლესობის უფლებების შელახვა. პირველად ვნახე, რომ ადამიანის უფლებების გამოყენება, მცირე აგრესიულ ჯგუფებს შეუძლიათ საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ. ასევე პირველად ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება გადაზარდონ აგრესიულმა ჯგუფებმა ქვეყნის დესტაბილიზაციის და ჩამოშლის მექანიზმად“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.