წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1734031539
„ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს, თუმცა, არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად არჩევნების დღეს, შესაბამისად, აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა დავუჭერთ თუ არა, გადაწყვეტილი არ გვაქვს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.