შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
აფხაზეთის მთავრობა დევნილი ახალგაზრდებისთვის უპრეცედენტო პროგრამას იწყებს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 300 და 200-ლარიან სტიპენდიებს მიიღებენ.
სიახლის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დევნილი სტუდენტები მიიღებენ.
მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.