პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელოდებოდნენ თვითგამოცხადებულ მერს, რათა დაესვათ კითხვები მილიონობით ლარის მოპარვაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
"მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ.
ამაზე ერთადერთი პასუხია კიდევ მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასტანს დიდხანს, თუ ჩვენ ფორმაში ვიქნებით”, - წერს სააკაშვილი.