მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მწვავე ანემია, ტაქიკარდია - კობა ნაყოფია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მწვავე ანემია აქვს.

მისივე თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და ქართველი ხალხი მალე, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან. დღემდე თანხმობა არ არის ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, ნუ არიან ილუზიებში, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, ეს პროცესი მიმდინარეობს, დღეს რაც ხდება მის თავს, ეს არის ჩვეულებრივად არაადამიანური მოპყრობის და წამების გაგრძელება, რადგან ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება სათანადო მკურნალობა, ესაჭიროება, რომ მასთან შევიდეს მისი პირადი ექიმი და მოწვეული იყვნენ სხვა ექიმებიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და ქართველი ხალხი მალე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები და დაადგება განვითარების გზას“, - განაცხადა ნაყოფიამ.