ადამიანმა იცის, რომ ვერ იყიდის ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანას და ამიტომ შეეცდება ოცი წლის მანქანა, რაც ახლა ჰყავს, ბოლომდე შეინარჩუნოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძველი ავტომანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - გურამ მაჭარაშვილი

გურამ

„კანონპროექტის პრინციპზე ვთანხმდებით. გეთანხმებით, გამოწვევა საკმაოდ დიდია. გასაგებია მიზანიც, რის გამოც საჭირო გახდა ამ კანონპროექტის შემოტანა,“ - განაცხადა "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, სადაც ირაკლი ხელაძემ განსახილველად წარმოადგინა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

„ბატონო ირაკლი, კანონპროექტის პრინციპზე ვთანხმდებით. გეთანხმებით, გამოწვევა საკმაოდ დიდია. გასაგებია მიზანიც, რის გამოც საჭირო გახდა ამ კანონპროექტის შემოტანა - [გარემოს დაცვა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძველი ავტომანქანების რაოდენობის შემცირება]. ჩემი კითხვა შემდეგია: მაგალითად, ადამიანს ჰყავს 20 წლის ავტომანქანა და აპირებდა შეეძინა 10 წლის მანქანა, ვთანხმდებით, რომ 20 წლის მანქანას ყველა თვალსაზრისით ჯობია 10 წლის მანქანა. ამ კანონის მიღების შემდეგ ამ ადამიანს ეცოდინება, რომ ვერ იყიდის ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანას და ამიტომ შეეცდება ეს ოცი წლის მანქანა, რაც ახლა ჰყავს, ბოლომდე შეინარჩუნოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძველი ავტომანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით თუ არის ნაფიქრი და როგორ მოხდება ასეთი  სიტუაციის გაუმჯობესებ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.