დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრაშ ლასლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ცალკეული მოვლენების გამოკლებით, რომლებიც მარნეულისა და ბაღდათის საარჩევნო უბნებზე მოხდა.
ლასლოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა პოზიციას იცავს ის ხალხი, რომელიც პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიან.
"ადამიანები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ, რომლებიც მოქმედებენ პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რა პოლიტიკურ პოზიციას იცავენ, რა პოზიციაზე დგანან?! რასაკვირველია, არჩევნები უნდა იყოს მრთელი, უნდა იყოს სრული, დაცული და შესაბამისად, რაც იქ ხდება სამწუხაროა, კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ხომ ცალკეული შემთხვევაა. ყველაფერი დანარჩენი უნდა მიმდინარეობდეს სრულად და ჩვენ აი ამ ერთ შემთხვევაზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას და ვერ გადავიხრებით მხოლოდ ამ მომენტის მიმართულებით, მე და ჩემს კოლეგებს თავად არ გვინახავს რაიმე პროვოკაცია, რაიმე უარყოფითი მომენტი, ჩვენ ველაპარაკეთ ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველაფერი წესით და რიგით მიმდინარეობს, შესაბამისად მე მჯერა, რომ საარჩევნო კომისიის შესაბამის ჯგუფებს შეუძლიათ, რომ იზოლირება მოახდინონ ამ უარყოფითი ქმედებებისა", - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.