„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც.
როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ.
"4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც. უკვე ისმის მოწოდებები, რომ ხელისუფლების დამხობის გუშინდელი მცდელობა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა და რომ საჭიროა, შეცვალონ ტაქტიკა, განაგრძონ პროვოკაციები და აუცილებლად დაამხობენ მთავრობას. წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ. თუმცა, 4 ოქტომბრის გაკვეთილი მიღებულია. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ხალხს ჰქონდეს მშვიდობა, ხოლო საქართველოს და ჩვენს შვილებს - მომავალი. სიმშვიდით, სიმტკიცით, ღირსებით, ერთგულებით და სიყვარულით კეთილმა სძლია ბოროტს", - განაცხადა პაპუაშვილმა.