24 ივნისს აქციაზე შეიძლება, მეც მივიდე - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, შესაძლოა, 24 ივნისს აქციაზე თავადაც მივიდეს.

"ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება, მეც ვიყო და ვიტყვით, მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, დიახ, საქართველოს სახელმწიფოს საკადრისი. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ", - თქვა ირაკლი ზარქუამ.

"ახალი სახალხო მოძრაობა" დედაქალაქის მთავარ გამზირზე 24 ივნისს შეიკრიბება.