ჩამოყალიბდება სტუდია „იუსტიცია“, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის და ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას  ბრეგაძე

ბრეგაძე

მივიღეთ გადაწყევტილება, ჩამოვაყალიბოთ ახალი სტუდია „იუსტიცია“ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში, რომელიც იქნება სატელევიზიო სტუდია და იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სტუდია ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

„სტუდია მოახდენს იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას. ეს იქნება 2024 წელს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის წევრებიც ხშირად ისარგებლებენ ამ სტუდიით, რადგან ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ ურთიერთობა პუბლიკასთან, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა საქმიანობით, სხვადასხვა სამართლებრივი საკითხებით. გექნებათ თქვენი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და ეს იქნება პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი, იქნება მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.