გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა მან საკუთარი თვალით დაინახოს რუსი სამხედროების სისასტიკე და დარწმუნდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდი.
„ვფიქრობ, მას სურს ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას რუსეთთან დიალოგისკენ. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მინდოდა მას გაეგო, რომ ეს არ არის ომი, არამედ რაღაც სხვა, როგორიც გენოციდია. მე დავპატიჟე, რომ ჩამოვიდეს როდესაც მას შესაძლებლობა ექნება. როდესაც ის ჩამოვა და დაინახავს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავადაც მიხვდება" , - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მანამდე ტელეარხ France 2-ის ინტერვიუში მაკრონმა უარი თქვა „გენოციდი“ ეწოდებინა რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინელთა მკვლელობებისთვის. მაკრონმა თქვა: „დღეს ასეთ ტერმინებს მოვუფრთხილდები, ვინაიდან ეს ორი ხალხი ძმები არიან“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France Bleu-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბარში აუხსნა, რატომ არ გამოიყენა ტერმინი „გენოციდი“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სიტყვა „გენოციდს თავისი მნიშვნელობა აქვს“. მაკრონის განმარტებით, ყველა შეძრა ბუჩის სურათებმა, სცენებმა მარიუპოლიდან, რაც საფრანგეთმა მკაცრად დაგმო, მაგრამ საკითხზე სასამართლო განხილვა უნდა დაიწყოს.