გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები სავარაუდოდ რუსეთში გადაიყვანეს, თუმცა უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
„რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ძალით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. რა დაემართათ, არ ვიცით, სად არის მათი დოკუმენტები, არ ვიცით. მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ არიან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ ხუთი ათასი ბავშვია დეპორტირებული ამ რეგიონიდან რუსეთში. ეს ძალიან მძიმე და რთული საკითხია. არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც უნდა გადავამოწმოთ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.