გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში. ჩვენ… უფრო სწორად მე, არ მაქვს ნდობის განცდა ზოგიერთი ქვეყნის ან ლიდერის მიმართ. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ არ გვჯერა მეზობლების. ამ ყველაფრის აღარ გვჯერა. დოკუმენტებისაც კი არ მჯერა, რადგან ჩვენ გვქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი – ვფიქრობ, თქვენ იცით ამის დეტალები. ჩემთვის ეს უბრალოდ ფურცლების კრებულია, რომელიც არაფრად ღირს. გვჯერა პრაგმატულობის, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება. თუ თქვენ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული, რომ გავაჩეროთ რუსეთი. მიაყენეთ დარტყმა რუსეთს. თუ ჩვენი მეგობრები ხართ, ამის გაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი რწმენა, რაც დაგვრჩა, ეს არის საკუთარი თავის რწმენა, ჩვენი ხალხის, ჩვენი შეიარაღებული ძალების და იმის რწმენა, რომ ქვეყნები დაგვეხმარებიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქციელით. სულ ეს არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.