ზელენსკის განცხადებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ლუგანსკის ოლქის დაცვას აძლიერებს, იქ ნამდვილად რთული მდგომარეობაა. ოკუპანტები ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე.

„არც ერთი დღე არ ვასუსტებთ აქტიურობას ამ მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.