პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთის სანაპირო ზონების დეოკუპაციის ბრძანება გასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
რეზნიკოვის თქმით, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს უბრძანა, დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„უკრაინა საბრძოლო ძალებს აგროვებს, რომლებიც დასავლური იარაღით არიან აღჭურვილნი, რათა დაიბრუნონ თავიანთი სამხრეთ ტერიტორია რუსეთისგან. ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.