პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველა, ვინც უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას გასცემს და მათ ასრულებს, მოიძებნება და პასუხს აგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ნაცისტ მკვლელებს 90 ან 100 წლის ასაკშიც პოულობენ და ასამართლებენ. მათ იჭერენ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, არ გვინდა ამდენ ხანს ლოდინი. მაგრამ მოვიყვან ამ მაგალითს იმის საჩვენებლად, რომ სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის. ყველასთვის – აბსოლუტურად. ისევე როგორც ნაცისტები. და ნუ იმედოვნებენ, რომ მათი სახელმწიფო დაიცავს მათ. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როცა პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება. ამ შემოჭრის დაწყებიდან უკრაინელი სამართალდამცველები აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ოკუპანტების დანაშაულების აღსანუსხად და მტკიცებულებების შესაგროვებლად. ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული მრავალი ქვეყნიდან. რუსულმა ტერორმა დიდი ხანია, გადალახა ზღვარი, რომლის მიღმაც ცივილიზებულ სამყაროში ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია – რუსეთის, ტერორისტული სახელმწიფოს დასჯა, ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ლათინურ ამერიკაში, აზიაში და აფრიკაშიც კი გაიგონ სიმართლე ჩვენს ქვეყანაში რუსული ტერორის შესახებ“, – თქვა ზელენსკიმ.