1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო ახალი პოზიცია იმის შესახებ, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში, პირდაპირ იყო გამოწვეული ბაიდენის ადმინისტრაციის ბიძგებით. ამის შესახებ Politico ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ მოლაპარაკებისთვის ხუთი პირობა დაასახელა, მათ შორის ის, რაზეც მას ადრეც უსაუბრია. იქნება ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან ომის დანაშაულისთვის დასჯა. ის, რაც მას ამჯერად არ უხსენებია წინა განცხადებებისგან განსხვავებით, არის ის, რომ პუტინი უნდა გადადგეს, სანამ ასეთი საუბარი მოხდება.
ცვლილება მოხდა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ კიევსა და ვაშინგტონს შორის. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის პირდაპირ არ უთხრეს შეცვალონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიევმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასასრულებლად გონივრული და მშვიდობიანი გზით.
აშშ იმედოვნებს, რომ ეს მსოფლიოს დაანახებს, რომ უკრაინაა ის, რომელიც ომის დასრულებას ცდილობს.
„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ახლავე უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ არც კი ვფიქრობთ, რომ ახლა არის შესაფერისი დრო, იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს რუსეთი. მაგრამ მათ უნდა გამოავლინონ მზადყოფნა კონფლიქტის გადასაჭრელად, რადგან უკრაინაზე მეტად არავის სურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.