პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთ-უკრაინის ომმა დააზიანა მრავალი შენობა და ინფრასტრუქტურა უკრაინაში, და ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი. ის გაანადგურეს რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპირებენ სატვირთო თვითმფრინავის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ზუსტი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
უზარმაზარი თვითმფრინავის აღდგენა, რომელსაც 88 მეტრი ფრთების სიგრძე ჰქონდა, მინიმუმ 500 მილიონი ევრო დაჯდება, თუმცა როგორც Bloomberg იტყობინება, ეს თანხა შესაძლოა, კიდე გაიზარდოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თვითმფრინავის მნიშვნელობის შესახებ ადრევე დაწერა.
„ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი, AN-225 "Mriya" ("ოცნება" უკრაინულად). რუსეთმა შეიძლება გაანადგურა ჩვენი "მრია". მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!“,- დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია, რა ბიუჯეტით დამზადდება თვითმფრინავი, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რიჩარდ ბრენსონის მფლობელობაში მყოფი Virgin Airways დააფინანსებს.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944