1739302478
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ტრამპი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის ვლადიმირ პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას.
„ჩვენ გავცვლით ერთ ტერიტორიას მეორეზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებული უკრაინული მიწების გაცვლაზე კურსკის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ არის.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელი ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს უკრაინა.
„მე არ ვიცი, ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, აქ პრიორიტეტი არ არსებობს“, - დასძინა მან.