1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ოკუპანტებისთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა, რომელსაც არ ეხებიან.
„ჟიტომირის რეგიონში მტერმა გაანადგურა 1862 წელს აგებული, ღვთისმშობლის შობის ტაძარი... ესენი ადამიანები არ არიან! იყო შეთანხმება ჰუმანიტარული კორიდორის შესახებ. იმუშავა ამან? არა, სამაგიეროდ, რუსულმა ტანკებმა იმუშავეს. მათ ის გზაც კი ააფეთქეს, რომელზეც იყო შეთანხმება, რომ საკვები და მედიკამენტები უნდა გაეტარებინათ და ადამიანებამდე, ბავშვებამდე უნდა მიეტანათ მარიუპოლში. ისინი იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლითაც ხალხი გაჰყავთ ტერიტორიიდან. სამაგიეროდ, ხსნიან მცირე კორიდორს ოკუპირებული რეგიონებისკენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.