ზელენსკი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს დღეს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ვაშინგტონსა და კიევს შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმება უნდა გაფორმდეს.

პარალელურად, უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა "შაჰედის" ტიპის დრონებით ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 2 ადამიანი.

მასიური იერიში განხორციელდა ხარკოვის ენერგოსისტემაზე, დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, არიან დაშავებულები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 118 საბრძოლო შეტაკება განხორციელდ.