“ჩვენი ძვირფასი ბაბულიკა” - ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა
1740717857
როდესაც თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს შემოდგომაზე ცხადია, ჩვენს საზოგადოებას უჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ კვლავინდებურად ევროკავშირის და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა თანხები ხომ არ ხმარდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროკავშირის პროგრამას, რისთვისაც მილიონ ხუთასი ათას ევროზე მეტი გამოიყო.
რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ თანხა საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებას მოხმარდება.
„ოქტომბრის არჩევნების წინ ევროკავშირის დაფინანსებები ხმარდებოდა ურეიტინგო პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს და მათ საარჩევნო კამპანიას და პირდაპირი ჩარევის არაერთი ფაქტი იყო. ახლაც, როდესაც ჩვენ გვაქვს ის წელი, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს შემოდგომაზე ცხადია, ჩვენს საზოგადოებას უჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ კვლავინდებურად ევროკავშირის და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა თანხები ხომ არ ხმარდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც USAID -ის მაგალითზე ამერიკაში, არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის გაუქმებაზე არამედ გამოძიების დაწყებაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა მსგავსი დაფინანსებები შედეგს ვერ გამოიღებს. უბრალოდ დასანანი არის, რომ ეს ადამიანები ამ რესურსს ახმარენ სწორედ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ დღის წესრიგს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„რეაგირება საქართველოსთვის“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლისთვისაც ევროკავშირმა მილიონ ხუთასი ათას ევროზე მეტი გამოყო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, პროგრამის მიზანია გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის.