ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
მსურს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავება იყოს ჩვენი სიგნალი ყველასთვის, ვისი ქმედება თუ ქცევა არღვევს სამართლიანობის პრინციპს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე საქმის კურსშია, რასაც საზოგადოებაში საუბრობენ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა.
„ჩვენი უკრაინული ერთიანობით, ისტორიული გაერთიანებით, რომელსაც მივაღწიეთ 24 თებერვლის გამთენიისას, გასული წლის განმავლობაში, ნამდვილად შევიტანეთ წვლილი საერთაშორისო ურთიერთობებში. თავისუფალი სამყარო ისე გაერთიანდა, როგორც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას, ერთად იყვნენ და იყვნენ ეფექტური“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.