1728312638
მთავარი ამოცანაა ყოველდღიურად გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევენ - ვლადიმერ ზელენსკი
"ახლა ჩვენი სახელმწიფოს, ყველა ჩვენგანისა და ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანაა ყოველდღიურად გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევენ რამდენი დროც არ უნდა დაუთმონ ომს, რამდენი ძალისხმევაც არ უნდა დახარჯონ, რამდენი მათი მოქალაქეც არ უნდა გაყარონ კრემლის ოსტატებმა ბრძოლის ველზეც",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
"ამ ამოცანის შესრულება შედგება სხვადასხვა ელემენტისგან, როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკურისგან. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ტანკები. თანამედროვე დასავლური ტანკები, რომელთა მიწოდებაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს პარტნიორებთან",- განაცხადა ზელენსკიმ.